კოლაგენი ახალგაზრდა კანის საიდუმლო

რა არის კოლაგენი?

  • კოლაგენი კანს აძლევს ძალას და ელასტიურობას, რაც უზრუნველყოფს მეტ სიმკვრივეს, ახალგაზრდულ იერს და ნაკლებს ნაოჭებს. გარდა ამისა, კოლაგენს აქვს შემაკავშირებელი ფუნქცია მყესებსა და ძვალ-სახსროვან სისტემაში. 
  • ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენს ორგანიზმში მცირდება კოლაგენის გამომუშავება, კანი ხდება უფრო მშრალი და იმატებს ნაოჭები და წვრილი ხაზები. არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ანელებენ კოლაგენის წარმოქმნის პროცესს, ესენია დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი საკვები, მოწევა და მზის მავნე ზემოქმედება.
  • კოლაგენსშეუძლია დააჩქაროს მეტაბოლიზმი. გლიკოლი, რომელიც აღმოჩენილია კოლაგენში, ტუმბავს შაქარს ორგანიზმის ქსოვილებში და ზრდის ენერგიის დონეს. ის ასევე აყალიბებს კუნთებს, ამიტომ კუნთები წვავენ უფრო მეტ ენერგიას, ვიდრე ცხიმს.
  • კოლაგენის ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს თხელი და მტვრევადი ფრჩხილები.კოლაგენი აყალიბებს ბლოკებს ფრჩხილებსა და კბილებში.  
  • კოლაგენის დაკარგვა 25 წლის ასაკიდან იწყება და 45 წლამდე საერთო რაოდენობის დაახლოებით 30% ვკარგავთ. მამაკაცებს, ქალებთან შედარემით უფრო მკვრივი კანი აქვთდა შესაბამისად, მათ ორგანიზმში კოლაგენის რაოდენობა უფრო მაღალია. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით კოლაგენი იკარგება მენოპაუზის შემდეგ. ქალბატონების კანი ზოგჯერ უფრო ცუდად გამოიყურება, ვიდრე მათი ასაკის მამაკაცების კანი. ასე რომ, ქალბატონებმა გაცილებით ადრე უნდა დაიწყონ საკუთარ კანზე ზრუვა.
  • კოლაგენის შემდგენელი შრატები და ნიღბები აღწევენ კანში, უკეთესობისკენ ცვლიან მის სტრუქტურას დააუმჯობესებენ კანის ფუნქციას.
  • იმისათვის, რომ იდეალური შედეგი მიიღოთ, აუცილებელია მოწესრიგებული ძილის რეჟიმი და სწორი კვება – ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და მინერალებით გამდიდრებული საკვები, რომელიც მოიცავს თევზის ცხიმს, ხილს, თხილს და ზეითუნის ზეთს. გარდა ამისა, კოლაგენის გამომუშავებას ხელს უწყობს ვიტამინი C-ს მიღებაც. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაზე კარგ შედეგს მოგცემთ კომპლექსური მიდგომა. იცხოვრეთ ჯანსაღად, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები რაციონთან დაკავშირებით, ჩაიტარეთ ვიადერმის კურსი და მიეხმარეთ ორგანიზმს კოლაგენის გამომუშავებაში.