ჯეიდ-როლერის დადებითი თვისებები და გამოყენების წესი

                                        

ჯეიდ-როლერით ნაზი მასაჟი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს კოლაგენს, ელასტინს და აღადგენს სტრუქტურას. 
იდეალური საშუალებაა კანის ბუნებრივი დეტოქსიკაციისათვის და იძლევა ლიფტინგის ეფექტს. ბუნებრივად გაგრილება ხელს უწყობს კანის დამშვიდებას, ნაოჭების შემცირებას და კანის გაახალგაზრდავებას.
სახის მასაჟი ცნობილია როგორც სტრესის შემამსუბუქებელი პროცესი. ყოველდღიურ რიტუალს შეუძლია დაძაბულობის მოხსნა, სახის კონტურის გამოკვეთა და მცირე ზომის ნაოჭების გასწორება
საუკეთესო შედეგის მისაღწევად, დაიწყეთ მასაჟი ქვევიდან ზევით მიმართულებით. თვალის არე დაიმასაჟეთ მეტი სიფაქიზით პატარა ზომის როლერით.
რეკომედირებულია პროცესი ჩაიტაროთ გაწმენდილ  და დატენიანებულ კანზე,  უკეთ შეწოვისათვის გამოიყენეთ კანის მოვლის საშუალებები, როგორიცაა სახის ზეთი, შრატი ან დამატენიანებელი. კანზე უფრო გამაგრილებელი ეფექტისთვის შეინახეთ თქვენი როლერი მაცივარში.