ICE ROLLER - ყინულის როლერის სარგებელო თვისებები
შეშუპების მოხსნა + ლიფტინგის ეფექტი ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. მომწონს მისი გამოყენება დილით (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ძალიან მეძინება ან ადრეული შეხვედრა მაქვს დანიშნული). ასაკის მატებასთან ერთად სახის კანის სტრუქტურა იცვლება და ჭიქა ღვინო ან ე.წ. Junk Food-ის მირთმევა ჩემს სახეზე აისახება. გუა შას მსგავსად, ყინულის როლერი მაშინვე აწყნარებს და ჯანსაღ იერსახეს სძენს კანს. გარდა ამისა, ხელს უწყობს ყბის ხაზის და ყვრიმალების მოდელირებას.ვიყენებ არამარტო მთელს სახეზე, არამედ კისერსა და გულმკერდზე. თვალის არე საკმაოდ დელიკატური ზონაა, თუმცა ყოველთვის ვიმასაჟებ ნაზად, რადგანაც ეფექტი წამებში უკვე თვალსაჩინოა და სარგებელი დიდი. ცივი ტემპერატურა აპატარავებს ფორებს, რაც კანის ვიზუალს ალამაზებს და აჯანსაღებს.
გრძელვადიანი სარგებელი: ყოველდღიური გამოყენებისას თქვენ ალბათ ნახავთ, რომ თქვენი კანი უფრო მტკიცე გახდება, ნაკლებად წითელი (ეს შესანიშნავია მგრძნობიარე კანისთვის). იდეალურია როზაციის, აკნეს, ფსორიაზისა მქონე ადამიანებისთვის.ყველაზე მნიშვნელოვანი - ებრძვის ნაადრევ დაბერებას. როლერი მულტიფუნქციურია და ხსნის თავის ტკივილს. ასევე შესანიშნავია მზის დამწვრობის შემდგომ კანის დამამშვიდებლად. ყინულის სარელაქსაციო როლერი დაგეხმარებათ კანზე არსებული სიწითლის შემცირებაში.
ბევრ ადამიანს აინტერესებს არის თუ არა ყინულის როლერი ეფექტური? დიახ, 100%-ით ეფექტურია. გამოვიყენე 2 თვის განმავლობაში, შედეგი მაქვს იდეალური, სარგებელი საკმაოდ გასაოცარია! იხილეთ რამდენიმე (უფილტრო) ფოტო ჩემი სახის Before და After. ეფექტი საკმაოდ დრამატულია, არა ?! თქვენ ნამდვილად შეამჩნევთ განსხვავებას ჩემს ყბის არეში. მთელი ჩემი სახის ფორმა შეიცვალა და თვალები კიდევ უფრო ღია გამოჩნდა. ვფიქრობ, ახალგაზრდა კანის შენარჩუნებისათვის Ice Roller არის ყველაზე დაბალბიუჯეტური და ეფექტური საშუალება მანდილოსნებისთვის
წყარო:
https://thestripe.com/